სერვისები

ინ ვიტრო განაყოფიერება – IVF

აღნიშნული მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ განაყოფიერება ხდება ქალის ორგანიზმის გარეთ, რის შემდეგაც ემბრიონები გადაიტანება საშვილოსნოს ღრუში.

ინ ვიტრო განაყოფიერების ეტაპები

  • მოსამზადებელი პერიოდი და გამოკვლევები;
  • საკვერცხეების სუპერსტიმულაცია გონადოტროპინებით (ან ნატურალური ციკლი);
  • ტრანსვაგინალური პუნქცია კვერცხუჯრედების ასპირაციის მიზნით – Ovum Pick Up – OPU;
  • კვერცხუჯრედების განაყოფიერება – IVF ან IVF – ICSI;
  • კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების კულტივირება (მათ შორის ბლასტოცისტის);
  • ემბრიონების (ემბრიონის) გადატანა საშვილოსნოს ღრუში – ET;
  • კვერცხუჯრედებისა და/ან ემბრიონების გაყინვა;
  • ლუთეინური ფაზის მართვა;
  • ორსულობის დადგენა – hCG ტესტი;

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია – IUI

განაყოფიერების ეს მეთოდი გულისხმობს ქმრის ან დონორის სპეციალურად დამუშავებული სპერმის შეყვანას საშვილოსნოს ღრუში.

აღნიშნული მეთოდი მაქსიმალურად მიახლოებულია ბუნებრივ განაყოფიერებასთან და ითვალისწინებს მინიმალურ ჩარევას ქალის ორგანიზმში.

ინ ვიტრო განაყოფიერება სპერის ინტრაციტოპლაზმური ინექციით – IVF - ICSI

ამ მეთოდის შემთხვევაში ხდება ცალკელი სპერმატოზოიდის შეყვანა კვერცხუჯრედში.

იგი გამოიყენება მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უშვილობის შემთხვევებში, როდესაც დაქვეითებულია სპერმატოზოიდების რაოდენობა და აქტივობა. ასევე, ზოგიერთ შემთხვევებში, ქალებში 40 წლის ზევით.

ინ ვიტრო განაყოფიერება ტესტიკულებიდან სპერმატოზოიდების ასპირაცია/ექსტრაქციით – IVF -ICSI -TESA/TESE

განაყოფიერების ეს გზა საკმაოდ მაღალეფექტურია აზოოსპერმიის შემთხვევებში. ამ დროს წარმოებს სათესლე ჯირკვლების ასპირაცია ან ბიოფსია, რის შემდეგადაც მიღებული სპერმატოზოიდები  შეიყვანება კვერცხუჯრედებში.

PGD / PGS

PGD – ანუ პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა და PGS – ანუ
პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი, საშუალებას იძლევა ემბრიონებში
დავადგინოთ სხვადასხვა სახის ქრომოსომული დარღვევები, საშვილოსნოს
ღრუში მათ გადატანამდე. დიაგნოსტიკის ეს მეთოდი საშუალებას იძლევა
გამოვავლინოთ და საშვილოსნოს ღრუში გადავიტანოთ მხოლოდ გენეტიკურად
ჯანმრთელი ემბრიონები, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდის
ორსულობისა და ჯანმრთელი შთამომავლობის მიღების ალბათობას.

სპერმის, კვერცხუჯრედისა და ემბრიონების გაყინვა - კრიოპრეზერვაცია

როგორც სპერმა, ასევე ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონები, რომლებიც აღნიშნულ ციკლში, არ გადიტანება საშვილოსნოს ღრუში, იყინება და ინახება სპეციალურ ჭურჭელში მოთავსებულ თხევად აზოტში – 196◦C -ზე. შემდგოში მათი  გამოყენება ხდება კრიო ციკლების დროს. 

კრიო ციკლები

ეს მეთოდი გულისხმობს ადრე, წინა ციკლების დროს გაყინული ემბრიონების გამოყენებასა და მათ გადატანას საშვილოსნოს ღრუში. ხანრძლივი და მრავალი კვლევების საფუძველზე, დადგენილია, რომ კრიოპრეზერვაცია არანაირად არ აისახება ნაყოფისა და მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე.

დონაცია - სუროგაცია

დონაცია

მკურნალობის ეს პროგრამა გამოიყენება ქალის უნაყოფობის ისეთი მძიმე ფორმების დროს, როდესაც ქალს ან არ გააჩნია საკუთარი კვერცხუჯრედები, ან ისინი არადამაკმაყოფილებელი ხარისხისაა.ასევე 45 წელს გადაცილებულ ქალებში

სუროგაცია

გამოიყენება პაციენტებში ჰისტერექტომიით ანამნეზში ან საშვილოსნოს ისეთი პათოლოგიებით, რომელიც ხელს შეუშლის ორსულობის განვითარებასა და პროგრესირებას. ასევე ორსულობასთან შეუთავსებელი ექსტრაგენიტალური დაავადებების შემთხვევებში.

ბლასტოცისტების კულტივაცია

ამ მეთოდის არსი მდგომარეობს სპეციალური ნიადაგების გამოყენებით ინკუბატორში ემბრიონების კულტივირებაში ბლასტოცისტის სტადიამდე.

სპერმის დნმ ფრაგმენტაცია

დღესდღეობით უკვე ცნობილია, რომ როგორც ე. წ. “დაუდგენელი გენეზის უშვილობა”, ასევე ე.წ. “ორსულობის დაუდგენელი გენეზის შეწყვეტა” განპირობებულია ორი მიზეზით: ემბრინოლური ფაქტორებითა და საშვილოსნოს ენდომეტრიუმის მზადყოფნით ემბრიონის (ემბრიონების) იმპლანაციისათვის და შემდგომი ორსულობის განვითარებისათვის

  • ემბრიონალური ფაქტორებით და მისი ნორმალური განვითარების დარღვევები შემთხვევათა 40% -ში განპირობებულია სპერმატოზოიდების დნმ-ში მიმდინარე პათოლოგიური პროცესებით ანუ ე. წ. მათი ფრაგმენტაციით.
  • კარიოტიპულად ნორმალური ემბრიონების არსებობისას, მათი საშვილოსნოში იმპლანტაციის ანუ მიმაგრების პროცესის მოშლა უმეტესწილად განპირობებულია სხვადასხვა სახის იმუნოლოგიური დარღვევებით.